18 აპრილი 2024,   09:55
ვრცლად
თუ ბინძურმა პოლიტიკურმა ძალებმა სასამართლოში შემოაღწიეს, ამ შემთხვევაში დადგება გამამტყუნებელი განაჩენი - კალანდიას ადვოკატი

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას განაჩენს საქალაქო სასამართლო დღეს გამოაცხადებს.

პროცესი ამ წუთებში იწყება. ბოლო 8 თვის განმავლობაში საქმეზე ბრალდების 150 მოწმე დაკითხეს, თუმცა ადვოკატ ზურაბ თოდუას მტკიცებით, ბრალდებულის ბრალეულობა ვერც ერთმა დაამტკიცა.

უფლებადამცველი დღეს გამამართლებელ განაჩენს ელოდება. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ კალანდია დღეს დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს.

"სამართლებრივ ჭრილში მოსამართლეს არანაირი საფუძველი არ აქვს მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ბინძურმა პოლიტიკურმა ძალებმა შემოაღწიეს სასამართლოში და ზეგავლენა განახორციელეს მოსამართლეზე, ასეთ შემთხვევაში საქმე გვექნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან, რომელიც ქვეყნის ბნელეთისკენ წათრევისკენ იქნება მიმართული," - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

 

 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები