20 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
საპროტესტო აქცია საქალაქო სასამართლოსთან - "სირცხვილია" 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

მოძრაობა "სირცხვილიამ" საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა. სამოქალაქო აქტივისტები 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს პოლიტპატიმრებად აფასებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტის ნოდარ რუხაძის თქმით, 20 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებს ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობას აბრალებს.

"ევროპარლამენტარებმაც აღიარეს ის ფაქტი, რომ 20 ივნისს დაკავებული უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობას აბრალებს, არიან პოლიტიკური პატიმრები, ისინი იდევნებიან პოლიტიკური ნიშნით," - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს ყველაფერი ჩვენს მთავარ მიზანთან გვაშორებს.

"პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა იზრდება ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანაში და ეს ყველაფერი გვაშორებს ევროპულ ოჯახთან და ჩვენს მთავარ მიზანთან, რომ გავხდეთ ცივილური სამყაროს წევრი. ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ამ ადამიანების გათავისუფლება," - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

მოძრაობა "სირცხვილიამ" დღეს მხარდაჭრა ირაკლი ოქრუაშვილს და გიორგი რურუასაც გამოუცხადა. შეგახსენებთ, მათი სასამართლო პროცესიც საქალაქო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული.

დღის ამბები