25 აპრილი 2024,   14:36
ვრცლად
თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ფრანგული ჯავშნოსანი ესკადრის "ვალდეკ რუსოს" სახელი ეწოდოს - "ევროპული საქართველოს" მოთხოვნა საკრებულოს

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერები თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ფრანგული ჯავშნოსანი ესკადრის "ვალდეკ რუსოს" სახელის მინიჭებას ითხოვენ. ფრანგული ჯავშნოსანი 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს მხარეს მონაწილეობდა.

დღეს "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში დამფუძნებელი კრების საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დახვრეტილი და რეპრესირებული წევრების ხსოვნას მიაგეს პატივი.

"საბჭოთა სტალინისტური რუსული რეჟიმისთვის ეს ხალხი იყო სიმბოლო იმისა, რაც მიუღებელია ყველა ტირანიისთვის. წარმოდგენა იმისა, რომ ადამიანი არის მთავრი სუბიექტი და ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, უმნიშვნელოვანესია. ამიტომ არის მთავარი, რომ ამ ხალხის ხსოვნა და ასევ იმ გამორჩეული ახალგაზრდის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე სწორედ ამ თავისუფლების დაცვას შესწირა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

პარტია იუნკერ შალვა ერისთავის ეროვნულ გმირად გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

"შალვა ერისთავი იყო იუნკერი, რომელმაც კოჯორში კონტრშეტევის დროს მიირბინა მოწინააღმდეგის პოზიციაზე ტყვიათმფრქვევთან, საკუთარი სხეულით გააუვნებელყო ის და ხიშტით მოკლა წითელარმიელი, რამაც საშუალება მისცა მის ამხანაგებს, კონტრშეტევით აეღოთ ეს სიმაღლე. ეს ის გმირობაა საქართველოს ისტორიაში, რომელიც სათანადო პატივის მიგებას ნამდვილად იმსახურებს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანმა გიორგი კანდელაკმა. 

 

დღის ამბები