23 აპრილი 2024,   10:16
ვრცლად
ჩილეში ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება

ლათინური ამერიკის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალის პარალელურად, ჩილეში ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

დემონსტრანტების ნაწილი რომელთაც ნიღბები ეკეთა, თავს იმ სასტუმროებს დაესხა, სადაც მუსიკოსები იმყოფებოდნენ. 

მომიტინგეებმა მანქანები დაწვეს და მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ჩილეში ანტისამთავრობო გამოსვლები ოქტომბერში დაიწყო. მომიტინგეები ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ.

დღის ამბები