19 აპრილი 2024,   05:08
ვრცლად
ია კერზაიას საქმე - სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბაჩანა შენგელია სტრასბურგში აგზავნის

ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბაჩანა შენგელია სტრასბურგში აგზავნის. ია კერზაიას შვილმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქართულმა სასამართლომ იურიდიული ინტერესის არ არსებობის გამო საქმის განხილვაზე უარი განაცხადა. ზუგდიდის მეორე სკოლის დირექტორი ია კერზაიას გარდაცვალებაში მისი შვილი ხელისუფლებას ადანაშაულებს.

"8-თვიანი ლოდინის შემდეგ, რაც 3 მოსამართლეს გადაეწერა ეს საქმე, სააპელაციო სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება ია კერზაიას საქმეზე და საერთოდ განსახილველად არ დაუშვა საქმე, რომლითაც ვითხოვდით აუდიტის დასკვნის და ასევე,  მინისტრის ბრძანების გაუქმებას, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა და სასამართლომ თქვა ასეთი რამე, რომ იურიდიული ინტერესი არ არსებობს ამ საქმის განხილვისო. ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც სტრასბურგში გავაგზავნით და ეს არის კიდევ ერთი გამოსახულება და მესიჯი იმისა, რომ სასამართლო სისტემა ამ ქვეყანაში არ გვაქვს," - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

თავდაპირველი სარჩელი "შენგელია საქართველოს წინააღმდეგ" სტრასბურგის სასამართლოში გასული წლის ნოემბრის თვეში დარეგისტრირდა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, იმავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დღის ამბები