ქუთაისში ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 20 წლის გოგოს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ლუგარის ლაბორატორიის პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტს, რომელიც აეროპორტიდან შეიყვანეს H1N1 ვირუსი დაუდგინდა.
პაციენტი ბოქსირებულ პალატაში რჩება, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას ჩვეულებრივ პალატაში ხვალ გადაიყვანენ.
მილანიდან ჩამოსული მგზავრი კლინიკაში გუშინ აეროპორტიდანვე შეიყვანეს.