06 ივნისი 2020,   21:49
ვრცლად
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი 91 წლის ასაკში, ქაიროში გარდაიცვალა. ის ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტს 1981 წლიდან 2011 წლამდე იკავებდა და იძულებული გახდა, თანამდებობა პროტესტის ფონზე დაეტოვებინა, რომელიც "არაბული გაზაფხულის" სახელითაა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, მუბარაქი სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

2012 წელს მუბარაქს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მშვიდობიანი მომიტინგეების დახვრეტის გამო, თუმცა ხელისუფლებაში სამხედროების მოსვლის შემდეგ უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი გაამართლა და ის 2017 წელს გათავისუფლდა. ციხეში მუბარაქმა ინფარქტი გადაიტანა.

დღის ამბები