25 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
დედაქალაქში 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსებს შემოიყვანენ

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანენ. ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ტენდერში Tegeta Motors-მა გაიმარჯვა და კომპანია გაზზე მომუშავე, თურქეთში წარმოებულ BMC-ის მარკის ავტობუსებს შემოიყვანს:

"12-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა "თეგეტა მოტორსი", რომელიც ვალდებულია შემოიყვანოს 126 ერთეული BMC მარკის ავტობუსები, რომელიც იწარმოება თურქეთში," - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა მხოლოდ ძველი ავტობუსების ჩანაცვლებით არ შემოიფარგლება და ახალი ავტობუსების შემოყვანა ასევე მოხდება იმისთვის, რომ ახალი მარშრუტები დაინიშნოს ისეთ ადგილებზე სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება ან მგზავრებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ:

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმუმ ათი წუთი იყოს მოცდის დრო. გარდა ამისა, შემდეგი ეტაპი არის 18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც ძალიან მალე გამოჩნდება,"- აღნიშნა კალაძემ.

დღის ამბები