19 აპრილი 2024,   22:12
ვრცლად
"საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შესაძლებლობების ფანჯარა იხურება" - კარლ ჰარცელი პოლიტიკურ დიალოგზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შესაძლებლობების ფანჯარა იხურება.მისივე თქმით, ამ დროისთვის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების რაუნდის თარიღზე შეთანხმება არ არსებობს. კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ დიალოგის საკითხზე აქტიურად მუშაობენ და იმედი აქვს, მოლაპარაკებები შედგება.

"დიალოგისთვის მორიგი შეხვედრის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ამის შესაძლებლობა არსებობს. მე სხვა შუამავლებთან ერთად ვაგრძელებ მუშაობას, რათა გამოინახოს დიალოგის განახლებისთვის საჭირო ყველასთვის საერთო სივრცე. მინდა ავღნიშნო, რომ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება და ძალიან ცოტა დრო რჩება. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საერთო სივრცე გამოვნახოთ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დიალოგი გაიმართება და ეს იქნება როგორც არჩევნებისთვის, ასევევ მთლიანად საქართველოსთვის მიღწევა," - აღნიშნა ჰარცელმა. 

დღის ამბები