23 აპრილი 2024,   16:03
ვრცლად
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2018-19 წლების ანგარიშისა და ფოტო ალბომის პრეზენტაცია გამართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2018-19 წლების ანგარიშისა და ფოტო ალბომის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, სადაც უხეშად ირღვევა მკვიდრი ქართველი მოსახლეობის უფლებები, რელიგიის გამოხატვის, გადაადგილების თავისუფლების კუთხით, ასევე - ქართული ტაძრების მისაკუთრების, მათი თვითნებურად გადაკეთების, დაზიანებისა და განადგურების ტენდენციაზე.

"რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს გახლავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. ერთის მხრივ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, საქართველოს ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ქართული კვალის წაშლის მიმართულებით აქცენტი გაკეთებული. რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც რელიგიებისთვის, ასევე ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკისთვის, გახლავთ ის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დარღვეულია ადამიანის უფლებები,“ - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ. 

დღის ამბები