10 აპრილი 2020,   10:27
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გრძელდება

"რუსთავი 2-ის" საქმე დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გრძელდება. როგორც პროკურორი განმარტავს, პროცესზე იმ სამ მოწმეს მოუსმენენ, ვისი ჩვენებებიც ნიკა გვარამიას ბრალეულობას ადასტურებს.

საუბარია ბინების გაყიდვის ეპიზოდზე. ბრალის თანახმად, "რუსთავი 2-ის" ყოფილი დირექტორი დიდი ოდენობით უძრავ ქონებას უკანონოდ დაეუფლა და კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

"დღეს დაიკითხება სამი მოწმე, ერთი გახლავთ ნიკა გვარამიას უახლოესი მეგობარი კახაბერ ანჯაფარიძე, რომელსაც მან 30%-იანი წილი გადაუფორმა "ინტერმედია+", მესამე მოწმე გახლავთ ადამიანი, რომელმაც შეიძინა ნიკა გვარამიასგან საცხოვრებელი ბინა. როგორც მოგეხსენებათ, ნიკა გვარამია საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას, თითქოს მან თავისი ბინა გაყიდა იმისათვის, რომ "ინტერმედია+"- ისთვის ფული ესესხებინა და შემდგომ ხელფასები დაერიგებინა. აღნიშნული მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი დასტურდება, რომ ნიკა გვარამია, ბინის გაყიდვის შემდგომ მიღებული თანხით კრედიტი დაფარა," - განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას ადვოკატის განცხადებას, მისი თქმით, წინა პროცესზე ცალსახად ნიკა გვარამიას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

"დღეს დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები, თუმცა ეს ტერმინი ფორმალურია, ვინაიდან წინა პროცესზეც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ და მათ ცალსახად გამორიცხეს ნიკა გვარამიას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. თუ ვინმემ ამ ტრანზაქციით ისარგებლა, ეს იყო "რუსთავი 2". რადგან მან შემოსავალი მიიღო სარეკლამო სააგენტოსგან და საკუთარ ეთერში გაყიდა რეკლამა, რომელსაც სხვა შემთხვევაში ვერ გაყიდდა," - აღნიშნა ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

დღის ამბები