19 აპრილი 2024,   21:38
ვრცლად
ჩინეთიდან საქართველოში ჩამოყვანილი 34 მოქალაქე ამ დრომდე საჩხერეში რჩება

ჩინეთიდან საქართველოში ჩამოყვანილი 34 მოქალაქე ამ დრომდე საჩხერეში რჩება. ისინი სამედიცინო დაკვირვებას საჩხერის საავადმყოფოსთან მდებარე სასტუმროში გადიან.

კლინიკის დირექტორის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პირველი დღის შემდეგ არცერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა არ დაფიქსირებია. ისინი ორი კვირა იზოლირებული იქნებიან.

ამასთან, კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, მიმართვიანობა გაზრდილი არ არის და პაციენტები დამატებით არც თბილისიდან შეუყვანიათ.

დღის ამბები