25 აპრილი 2024,   05:54
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს

გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის უფლებადამცველის შუამდგომლობას, განაჩენის აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით - ამ კონკრეტული საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტის ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც სასჯელის გადავადების საფუძველს იძლევა.

დღეს მოწმის სახით ექსპერტების დაიკითხებიან. 

"სასამართლო პროცესზე ჩვენი შუამდგომლობა განიხილება. მტკიცებულების სახით წარდგენილი გვაქვს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც ადასტურებს გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას და ამასთან ერთად სასამართლო პროცესზე მოწმის სახით იმ ექსპერტების დაკითხვა განხორციელდება, რომლებმაც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები გასცეს ," - აღნიშნა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის" ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა.

დღის ამბები