18 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
მარიანა ჩოლოიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება

მარიანა ჩოლოიანი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში რჩება. უცნობია შეძლებს თუ არა დაკავებული გამომძიებელი 4 მარტისთვის გადადებულ სასამართლო პროცესზე დაესწრებას. რა სიმპტომებითა და გართულებებით მოხვდა ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში, უცნობია.

კლინიკა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თავად ჩოლოიანის მოთხოვნით, კომენტარს არ აკეთებს.

"რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. იგი გადმოყვანილ იქნა ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც სამედიცინო მანიპულაციები უტარდება. ბრალდების მხრიდან იქნა წარდგენილი შუამდგომლობა დამატებით მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებით. აღნიშნული შუამდგომლობის საკითხის განხილვა შემდგომ პროცესზე გაგრძელდება, დაცვის მხარემ შუამდგომლობაზე დასაბუთებული პოზიციის დაფიქსირების მიზნით გადადო საქმის განხილვა," - აღნიშნა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

მარიანა ჩოლოიანს 15 წლის ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულებით მიცემაში ადანაშაულებენ. სასამართლოს პარალელურად საქმეს შსს-ს გენერალური ინსპექციაც სწავლობს.

დღის ამბები