საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ, გალელები ენგურის ხიდზე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის მოლოდინში არიან. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ხიდზე მიმოსვლა დღეს საღამოდან ან ხვალ დილიდან შეიზღუდება.
მათი თქმით, ოფიციალური გაფრთხილება არც ე.წ. მთავრობის მხრიდან მიუღიათ, თუმცა იმ მოქალაქეებს, რომლებიც ზუგდიდში გადმოვიდნენ, ე.წ. მესაზღვრეებმა უთხრეს, რომ ენგურზე შეზღუდვები კორონავირუსთან დაკავშირებით სავარაუდოდ საღამოს ხუთი საათიდან დაიწყება.