20 აპრილი 2024,   17:39
ვრცლად
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ლიეტუვას მოქალაქეა მოთავსებული

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ლიეტუვას მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა უთხრა. მისი ინფორმაციით, პაციენტს გრიპის სიმპტომები აღენიშნება.

"გრიპოზული ნიშნები აღენიშნება ერთ პაციენტს, რომელიც არის ლიეტუვას მოქალაქე. მას უტარდება შესაბამისი კლინიკური კვლევები და არის დაკვირვების ქვეშ. პაციენტი ჩამოფრინდა გუშინ ვილნიუსიდან პირდაპირი რეისით ქუთაისის აეროპორტში. იმყოფება სტუმრად რეგიონში. რადგან ლიეტუვა არ მიეკუთვნება კორონავირუსის რისკჯგუფებს, შესაბამისად ამ პაციენტზე დაკვირვება გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, თუ გართულდა, შემდგომ ავუღებთ დამატებით ანალიზებს, რაც გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, სტაბილური სიტუაციაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს," - ამბობს ჩიქოვანი.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 15 პაციენტი მკურნალობს. იქ ორი ბოქსირებული განყოფილებაა და სრულ მზადყოფნაშია. 

დღის ამბები