25 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებულს მოსახლეობასთან კონტაქტი არ ჰქონია - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, ყველა, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულთან შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდა, იზოლირებული იქნება.

"ინფექცია დაფიქსირდა ქვეყნაში. ჩვენ ვართ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ხელმომწერი ქვეყანა, ამიტომ დაფიქსირებიდან ერთი საათის განმავლობაში შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. ინფორმაცია მიეწოდა ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყანას, რადგან ინფექცია დაფიქსირდა აზერბაიჯანის გავლით საქართველოში მომავალ ადამიანზე.

კონტაქტი იყო აზერბაიჯანის ჯანდაცვის შესაბამის უწყებებთან. მათაც აქვთ დაწყებული მუშაობა შესაძლო დაინფიცირებულთან სავარაუდო კონტაქტების მოძიებისთვის და ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ტვირთი გადადის ეპიდემიოლოგებზე, რომლებმაც მოიძიეს უკვე საქართველოში ყველა შესაძლო კონტაქტი საბაჟოზე, საზღვარზე გამტარი კონტაქტი. ავადმყოფი პირდაპირ იქნა გადმოყვანილი, მას მოსახლეობასთან შეხება არ ჰქონდა და ყველა ეს კონტაქტი უკვე გახლავთ იზოლაციაში და გადაყვანილი არიან შესაბამის საიზოლაციო სივრცეში.

ამიტომ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მზაობა ინფექციებთან ბრძოლისა ქვეყანაში ბევრად მაღალია, ვიდრე ეს ყოფილა ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ შევძლებთ ამ ინფექციასთან გამკლავებას," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები