25 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
"გააპარტყუნე ყურები"- ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

"გააპარტყუნე ყურები"- ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა. არტისტები ხელოვნების პარკისთვის ტერიტორიის გამოყოფას მოითხოვენ. 

აქციის მონაწილეებმა მერიის მიმდებარედ  ყურის ფორმის რეკვიზიტები მიიტანეს და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს. 

ხელოვანები პროექტის განხილვის მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ან ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრასაც ითხოვენ.

პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებას აანონსებენ. აქციის მონაწილეებს რეკვიზიტევის საჯაროდ განთავსების უფლება მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

დღის ამბები