25 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, სასაზღვრო გამშვები პუნქტები განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული სასაზღვრო გამშვები პუნქტები.

სარფში მობილიზებულია რამდენიმე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ასევე იმყოფებიან მედიკოსები, ასევე სპეციალისტები.

თუმცა, მოქალაქეები, რომლებმაც სარფის სასაზღვრო პუნქტი გადმოკვეთეს, "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ მედიკოსებმა შემოწმება არ ჩაუტარეს. ყველა მათგანი ამბობს, რომ არც ერთ მათგანს მათთვის არაფერი არ უკითხავს.

სპეციალური ზომებია მიღებული ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზეც.  ეკიპირებულები არიან მესაზღვრეები, აღჭურვილები არიან სპეციალური საშუალებებით.

"ვირუსის ნიშნები არ გვაქვს, ყველაფერი რიგზეა, შეგვამოწმეს და გამოგვიშვეს. ქართველი მესაზღვრეები კარგად მუშაობენ." - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა.

დღის ამბები