03 აპრილი 2020,   13:38
ვრცლად
ხელისუფლება ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ახალ ვარიანტს 110/40-ზე სთავაზობს - ვაშაძე

ხელისუფლების ახალი შეთავაზება ოპოზიციას - "ახალი საქართველოს" თავმჯდომარის  გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებამ დღეს ოპოზიციას ახალი ინიციატივა - 110/40-ზე სისტემა შესთავაზა

ამ წუთებში, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. საუბრის მთავარი თემა, საარჩევნო სისტემა და ჩაშლილი მოლაპარაკებებია.

ოპოზიციის განმარტებით, ეს არ არის მეხუთე რაუნდი, სადაც  საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობენ იმ მიზეზებს, თუ რატომ გახდა შეუძლებელი ხელისუფლებასთან მოლაპარაკება.

სავარაუდოდ, ეს ერთ-ერთი ბოლო მცდელობაა, რომ ქვეყნის საარჩევნო მომავალზე პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდეს.

"სიახლეები ამ დისკუსიაში, რომელიც არ დასრულებულა ნამდვილად არის ის, რომ ახლა გვეუბნებიან 110/40-ზე არის ახალი პოზიცია. მე ძალიან მარტივი გზავნილი მაქვს, ჩვენ ადგილების და მანდატების რაოდენობით არ ვვაჭრობთ. 110/40-ზე, რაც თქვა ბატონმა კობახიძემ ვერ იქნება მისაღები, იმიტომ რომ ეს არ ითვალისწინებს მისწრაფებებს პროპორციული არჩევნებისას. თუმცა ისინი საუბრობენ, რომ კიდევ დამატებით რაღაც კომპონენტებს შეიტანენ. შეთანხმება ოპოზიციის მხრიდან ვერ იქნება მეორე მნიშვნელოვანი საკითხის გარეშე, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდეს და შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მმართველი გუნდი კი, ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან დაბრუნებას ურჩევს.

დღის ამბები