წყალდიდობაა დიდ ბრიტანეთში. იორკშირის საგრაფოში მდინარეების ადიდებას ქუჩებისა და 100-მდე საცხოვრებელი სახლის დატბორვა მოჰყვა.
სტიქიის გამო საჭირო გახდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუირება. მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სინოპტიკოსები რეგიონში ამინდის გაუარესებას ისევ ვარაუდობენ.