19 აპრილი 2024,   11:48
ვრცლად
წინადადება, რაც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, არის კომპრომისული და სამართლიანი - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია უახლოეს დღეებში მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება. თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლების შეთავაზება არის კომპრომისული და სამართლიანი ვარიანტი. 

"ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარს უჭერს დიალოგს. ჩვენ ვართ პოზიციაზე, რომ საჭიროა შეთანხმება. რაც შეეხება ოპოზიციას, მე მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ისინი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან დიალოგის მაგიდას და ჩვენ შევძლებთ საბოლოო შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, ის წინადადება, რაც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები