10 აპრილი 2020,   09:29
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზებას უარყოფს

"ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, ირაკლი კობახიძე ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზებას უარყოფს.

კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციას ახალი ინიციატივა შესთავაზა, რომელიც მანდატების 110/40-ზე სისტემით გადანაწილებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ ვაშაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციასთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის, უმრავლესობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.

შეხვედრა უკვე დასრულებულია. 

დღის ამბები