10 აპრილი 2020,   10:38
ვრცლად
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში დაფიქსირებულ კორონავირუსის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო, ირანიდან საქართველოში შემოსული მოქალაქის შესახებ, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბაჟოდან ამოღებული კადრების გაანალიზების შემდეგ დადგინდა, რომ როდესაც საქართველოს მოქალაქე ირანი-აზერბაიჯანის საზღვარზე კონტროლს გადიოდა, მას სხეულის ტემპერატურა ნორმაში ჰქონდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაძლოა ინფიცირებულს დაავადების სიმპტომები იმ 10-12 საათის განმავლობაში გამოუვლინდა, რა დროც საქართველოს საზღვრამდე გზისთვის დასჭირდა.

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყველა ის პირი, რომელსაც საზღვრის გადაკვეთისას, დაინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, სამედიცინო კონტროლს გადიან. ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA აქვეყნებს. 
  

დღის ამბები