25 აპრილი 2024,   09:35
ვრცლად
მგზავრების შემოწმება ხდება თერმოსკანერით, რაც შესაძლოა მათ ვერც შეამჩნიონ - ამირან გამყრელიძე

თბილისის აეროპორტში თელავივიდან და დოჰადან ჩამოფრენილი რეისების მგზავრები აცხადებენ, რომ მათ ჩამოფრენისას სამედიცინო შემოწმება არ გაუვლიათ.

"ვნახე მედიკოსები, რომელთაც სპეციალური აღჭურვილობა აქვთ, მეგონა, რომ გამაჩერებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ჩემი შემოწმება საჭიროდ არ ჩათვალეს."

"აქ ყატარიდან ჩამოვედი ვფიქრობ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მედიკოსებს არ შევუმოწმებივარ, ჩემს ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება;"

"ჩემთვის არავის უთქვამს, რომ კორონავირუსზე შემოწმება უნდა გამევლო, მხოლოდ ჩინეთისა და ირანის მოქალაქეებს ამოწმებენ;" - აცხადებენ მგზავრები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თერმომეტრებით ინდივიდუალური, დისტანციური სკრინინგი მხოლოდ იმ მგზავრებზე ხორციელდებოდა, რომლებიც იმ ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, სადაც კორონავირუსი გავრცელების ცენტრებად ითვლება: ესენია ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, ასევე მგზავრების შემოწმება ხდება თერმოსკანერით, რომლებიც ე.წ გეითებთან არის დამონტაჟებული:

"ინდივიდუალური დისტანციური  სკრინინგი ხორციელდებოდა დასენიანებული სახელმწიფოებიდან ადამიანებზე. როგორც ვიცი აეროპორტში 3 გასასვლელთნ დგას ე.წ დისტანციური თერმო სკანერი, რომელიც ყველა ადამიანს ვინც შემოდის იმ ე.წ. გეითიდან  აფიქსირებს, ამიტომ იმათმა შეიძლება ვერ შეამჩნიონ, ისე ხდება მათი თერმო სკრინირება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები