მსხვერპლით დასრულდა სროლა შეერთებულ შტატებში. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ქალაქ მილუოკიში ლუდსახარში კომპანიის შენობაში გახსნა. შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
51 წლის თავდამსხმელმა სროლის შემდეგ თავი მოიკლა, მამაკაცი ამავე კომპანიაში მუშაობდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ის კომპანის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა.