02 აპრილი 2020,   13:18
ვრცლად
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი პერევთან ე.წ გამშვებ პუნქტსაც კეტავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უშიშროების საბჭომ  ე.წ საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, მიზეზად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე  კორონავირუსის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა სახელდება.  საოკუპაციო რეჟიმის ე.წ КГБ-ს ინფორმაციით ე.წ გამშვებ პუნქტებს  27 თებერვლის 20:00 საათიდან, განსაკუთრებული ბრძანების გაცემამდე ჩაკეტავენ. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მედია ავრცელებს.

ამ დრომდე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მხოლოდ ერთი ე.წ გამშვები პუნქტი "სინაგური" მოქმედებდა სოფელ პერევთან. ახალგორთან მდებარე ე.წ გამშვები პუნქტი გასული წლის სექტემბრის თვიდან ჩაკეტილია და საოკუპაციო რეჟიმი ახალგორის მოსახლეობას უკვე რამდენიმე თვეა ტყვეობაში ამყოფებს.  ე.წ გამშვები პუნქტი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაიხსნა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ახალგორელი პენსიონერების მხოლოდ ნაწილმა შეძლო, პენსიის ასაღებად და პროდუქტების შესაძენად.

დღის ამბები