24 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
იტალიიდან ჩამოსულ 18 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს 18 წლის მოქალაქეს COVID-19 არ დაუდასტურდა, ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა:

"დასრულდა მისი კვლევა, პასუხი უარყოფითია," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

18 წლის ქალი შემდეგი დაკვირვებისა და გამოკვლევების მიზნით ინფექციურ საავადმყოფოში ფოთის რეფერალური საავადმყოფოდან გადმოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლო ორი კვირის განმავლობაში იტალიაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლიდან 2 დღეში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც კლინიკას მიმართა.

დღის ამბები