20 აპრილი 2024,   12:59
ვრცლად
"ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი ქვეყანაში ნამდვილად არ არის" - ამირან გამყრელიძე  

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას კვლავ სიმშვიდისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციას ავრცელებს. მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსია გავრცელებული. აუცილებელია ჰიგიენური ნორმის დაცვა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19, ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ეპიდემიის საფრთხე ქვეყანაში არ არსებობს. 

"ამ ეტაპზე, ნამდვილად, პანიკის საფუძველი ქვეყანაში არ არის. კონტროლდება როგორც საზღვრები, ისე მზადყოფნა არის სამედიცინო დაწესებულებებში. თუ გამოჩნდა კორონავირუსული ინფექციის შემთხვევა, რა თქმა უნდა, ადეკვატური, გადაუდებელი დახმარება იმ ადამიანს ჩაუტარდება. პირველი შემთხვევა, მოგეხსენებათ, ძალიან სწრაფად გავაკეთეთ მისი იდენტიფიცირება და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ავადმყოფს აქვს ადეკვატური მონიტორინგი,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები