18 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2 858-მდე გაიზარდა - ინფიცირებულია 83 ათასზე მეტი ადამიანი

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2 858-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 83 ათასზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 36 ათასს აჭარბებს. COVID 19-ის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ლიეტუვასა და ნიგერიაში.

ორივე შემთხვევაში ინფექცია იტალიიდან დაბრუნებულ პირებს დაუდგინდათ. კორონავირუსის 655 შემთხვევა და გარდაცვალების 17 ფაქტი ფიქსირდება იტალიაში. ინფიცირებულთა რიცხვი 2 ათასს გადაცდა სამხრეთ კორეაში, დაღუპულია 13 ადამიანი. ირანში კი ვირუსის 245 შემთხვევა და გარდაცვალების 26 ფაქტი ფიქსირდება, ინფიცირებულთა შორისაა ირანის ვიცე-პრეზიდენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი​ს განცხადებით, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა ჩათვალოს, რომ კორონავირუსის შემთხვევა მასთან არ გამოვლინდება. 

დღის ამბები