24 აპრილი 2024,   07:26
ვრცლად
ქობულეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ქობულეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სანადირო თოფიდან გასროლით გარდაცვლილი 30 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1989 წელს დაბადებული გ.ჯ. სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 30 წლის გიორგი ჯაბნიძის მკვლელობის გამო პოლიცია არჩილ ცეცხლაძეს ეძებდა, "კურიერმა" გუშინ გაავრცელა.

დღის ამბები