უკვე მეორე დღეა, საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე განსაკუთრებული ზომებია მიღებული. კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამშვებ პუნქტებზე დაამატეს სამედიცინო ბრიგადები. ამოწმებენ ყველას, ვინც საზღვარზე გადაადგილდება, საეჭვო პირები კი შესაბამის დაწესებულებებში გადაჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან 4 ირანელი უკან გააბრუნეს, რადგან მათ საეჭვო სიმპტომები, კერძოდ კი მაღალი ტემპერატურა დაუდგინდათ.
"თერმომეტრი აქვთ და სიცხე თუ გიფიქსირდება გაჩერებენ, უფრო უცხოეთის მოქალაქეებს ამოწმებენ. მაგალითად - ირანის მოქალაქეები უკან მიაბრუნეს," - აცხადებს ადგილობრივი იაგო ცუხიშვილი.
ადგილზე მისული იყო ბათუმის #1 პოლიკლინიკის დირექტორი, ის აღნიშნავს, რომ იქ სამედიცინო პერსონალის შემოქმების მიზნით მივიდა.
სამედიცინო კონტროლი გამკაცრებულია სადახლოზეც, სადაც ყველას, ვინც ირანიდან არის ან ირანის მოქალაქეა, უკან აბრუნებენ.
საზღვარზე გადმოსული ადამიანები კი ჰყვებიან, რომ მათ ექიმები დახვდნენ და ყურადღებით შეამოწმეს.