19 აპრილი 2024,   11:59
ვრცლად
ამ დროისთვის საკარანტინო ზონაში 15 პირია მოთავსებული

ინფექციური საავადმყოფოდან ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში წუხელ 6 პაციენტი გადაიყვანეს.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, პროფესორ ზაზა ავალიანის ინფორმაციით,  საერთოდ ჯამში, ცენტრში 15 პირი იმყოფება, რომლებიც საკარანტინო ზონაში რჩებიან და დაკვირვებას გადიან.

"საკარანტინო ზონაში მოთავსებულია 15 პირი, რომლებიც გადიან დაკვირვებას, მონიტორინგს, შესაბამის კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებს და იმ შემთხევაში, თუ არ დადასტურდება კორონავირუსის არსებობა მათ ორგანიზმში, ბუნებრივია, ისინი დატოვებენ სტაციონარს. ჩვენთან მოსული დასაკვირვებელი პირები, ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში უმეტეს მათგანს, გავლილი აქვთ კლინიკურ ლაბორატორიული ტესტირება, ვისზეც შეიძლებოდა ეჭვი მიგვეტანა, რომ მათ შეიძლება ქონოდათ მსგავსი ვირუსი. ნაწილს კი ჩაუტარდება ამგვარი ტესტირება, ხოლო ნაწილი, მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში იქნებიან,“ - განაცხადა  ზაზა ავალიანმა. 

დღის ამბები