25 აპრილი 2024,   08:15
ვრცლად
"აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ რეგიონში სიტუაცია იყოს კონტროლირებადი" - თორნიკე რიჟვაძე

"აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს  ყველაფერს იმისათვის, რომ რეგიონის მასშტაბით სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი,"- განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ. 

რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. ზაალ მიქელაძის თქმით, საზღვარზე მედიკოსების რაოდენობა გაიზარდა. მინისტრის განცხადებით, რეგიონში საეჭვო სიმპტომების შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.   

"აჭარაც საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად აქტიურად არის ჩართული პრევენციული ღონისძიებების გეგმაში. ჩვენი მხრიდან დამატებითი ბრიგადით უზრუნველვყავით საზღვარი რომ არ ყოფილიყო საუბარი თუ რამდენად დროულად და ეფექტურად ხორციელდება პრევენცია. ისმოდა კითხვები, რატომ არ მოწმდება ყველა მოქალაქე. ამის აუცილებლობა არ არის, რადგან შემოსვლის დროს საბაჟო სამსახური წინასწარ ფლობს ინფორმაციას თუ ვინ შეიძლება ჰქონდა რაიმე კავშირი იმ ქვეყნებთან და მიმ რეგიონებთან, სადაც არის დაფიქსირებული კორონავირუსი. ამ ეტაპისთვის ჩვენს რეგიონში საეჭვო სიმპტომების შემთხვევა არ არის დაფიქსირებული,"- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

დღის ამბები