23 აპრილი 2024,   11:18
ვრცლად
დედისა და დის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია

სოფელ ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია. როგორც "კურიერს" ადგილზე განუცხადეს, მამაკაცი სამართალდამცავებს შემთხვევის ადგილზე დახვდა.

მკვლელობა ჭოპორტში დღეს დილით მოხდა, 40 წლამდე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ოჯახის წევრები დედა და და მოკლა. დედა ადგილზე გარდაიცვალა, და კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას.

მეზობლები მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულს კონფლიქტურ პიროვნებად არ ახასიათებენ. მათი თქმით, ლაშა ქიმბარაშვილი სახლში დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" და მესამე ნაწილის "ა "ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის 2 ან მეტი წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები