18 აპრილი 2024,   23:05
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა აბაშაში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა აბაშაში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. აბაშის საზოგადოებრივი ცენტრი რიგით 76-ეა ქვეყნის მასშტაბით, სამეგრელოში კი მეშვიდე. საზეიმო ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის მაჟორიტარები დაესწრნენ.

წულუკიანმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ აბაშის საზოგადოებრივი ცენტრი აბაშის და მიმდებარე 36 სოფლის 23 000-მდე მცხოვრებელს მოემსახურება. მისივე თქმით, აბაშის შემდეგ,  სულ მალე საზოგადოებრივი ცენტრი ხობში გაიხსნება.  

დღის ამბები