25 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
მოვერიდოთ მოგზაურობას, განსაკუთრებით მაღალ დაინფიცირებულ ადგილებში - ამირან გამყრელიძე  

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი მოქალაქეებს მოუწოდებს მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს. 

ამირან გამყრელიძის თქმით, მოქალაქეებმა განსაკუთრებით იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან უნდა შეიკავონ თავი, რომელიც მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. 

"მოვერიდოთ მოგზაურობას, განსაკუთრებით მაღალ დასენიანებულ ადგილებში. სრული აკრძალვა არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მე დღეს დაახლოებით ოთხ-ხუთ ჩემს კოლეგას, რომლებიც ევროპაში სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებებზე ან შეხვედრებზე მიემართებოდნენ, ვურჩიე, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, არ ვიმოგზაუროთ.

თუმცა, ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიძლევით რეკომენდაციას საბავშვო ბაღებში ან სკოლებში სააღმზრდელო ან სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ცოტა უხერხულ საკითხს მინდა შევეხო, მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ, იგივე სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებაში ადგილი აქვს გარკვეულად დისკრიმინაციულ საკითხებს, იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მის ოჯახის წევრებთან დაკავშირებით და ეს დაუშვებელია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

დღის ამბები