18 აპრილი 2024,   21:39
ვრცლად
დაკავებულია ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე

"კურიერის" ინფორმაციით,  დაკავებულია ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და ბორჯომის  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდება ქრთამის აღებას ეხება. ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისინი საკრებულოს სხდომის დროს დააკავეს. სავარაუდო მიზეზად, რეგიონში მიწების გასხვისების საქმეც სახელდება. ჯერჯებობით,  ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტს, შესაბამისი სტრუქტურები ამ დროისთვის არ ადასტურებენ.   "კურიერი" დეტალებს აზუსტებს.

 

 

დღის ამბები