10 აპრილი 2020,   12:36
ვრცლად
სირიაში კიდევ ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა

სირიაში კიდევ ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა.

იდლიბში საარტილერიო იერიში ასადის რეჟიმმა მიიტანა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მანამდე სირიაში 33 თურქი სამხედრო დაიღუპა. შექმნილი ვითარების გამო, თურქეთის პრეზიდენტმა ტრამპსა და მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა.

კომენტარს აკეთებენ რუსეთშიც. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სირიის არმიას უფლება აქვს, თავის ტერიტორიაზე ტერორისტების თავდასხმებს უპასუხოს. 

დღის ამბები