20 აპრილი 2024,   15:42
ვრცლად
ქუთაისში საბერძნეთიდან ჩამოსული მგზავრები შეამოწმეს - ვირუსის სიმპტომები არ დაფიქსირდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე  შემოწმება გრძელდება.  შემოწმება გაიარეს სალონიკისა და რიგის ავიარეისებით ჩამოსულმა მგზავრებმა. მათი თქმით, ექიმებმა ტემპერატურა გაუზომეს და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ დაფიქსირებულა. 

მგზავრების თქმით, ერთეული შემთხვევა საბერძნეთშიც დაფიქსირდა და გაზრდილია უსაფრთხოების ზომები, თუმცა საბერძნეთში საქართველოსთან შედარებით პანიკა ნაკლებად იგრძნობა.

რამდენიმე მგზავრის თქმით, შემოწმება არ გაიარეს, რადგან თავს ჯანმრთელად გრძნობენ.

აეროპორტში შემოწმება იანვარში დაიწყო, განსაკუთრებული ყურადღება  რისკ ჯგუფში შემავალ ქვეყნებზე კეთდება.

დღის ამბები