10 აპრილი 2020,   12:52
ვრცლად
კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მითუმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები - კელი დეგნანი

კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მითუმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში - განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აკეთებს.

როგორც ვიდეომიმართვაში დიპლომატი აღნიშნავს, ვაშინგტონი საქართველოს რამდენიმე მიმართულებით უცხადებს მხარდაჭერას, რათა ყველა ქართველისთვის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს

კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველო დიდი პატივისცემით სარგებლობს ამერიკის სამხედრო წრეებში, საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილისა და მტკიცე ძალისხმევისთვის.

დიპლომატის თქმით, მას უმუშავია როგორც იურისტად, ისე ჟურნალისტად.

"სამართალი და ჟურნალისტიკა დემოკრატიის ორი უმთავრესი საყრდენია და არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის,"- განმარტავს დეგნანი.

"თითქმის 30 წელია, რაც ამერიკა ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ საქართველოს დავეხმარეთ დემოკრატიული ინსტიტუტების, სასამართლო სისტემის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებას, რათა ხელი შევუწყოთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ყველა ქართველისთვის. ბევრია გასაკეთებელი, მითუმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში. 

ჩემთვის დიდი პატივია გავუძღვე საელჩოს გუნდს და ვიმუშაო ქართველ მეგობრებთან ერთად, მშვიდობიანი და წარმატებული საქართველოსთვის. ამერიკელებსა და ქართველებს ბევრი საერთო გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება," - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

 

დღის ამბები