25 აპრილი 2024,   11:33
ვრცლად
"აჭარის ტელევიზიაში სუსია" - მაუწყებლის ჟურნალისტების პროტესტი

"აჭარის ტელევიზიაში სუსია"- ამ ტრანსფარანტით მაუწყებლის ჟურნალისტებმა საინფორმაციო გამოშვების დასასრულს წუთიერი დუმილით პროტესტი გამოხატეს.

გუშინ, დღის მთავარ გამოშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ტელევიზიის მენეჯმენტს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ გათავისუფლების მოტივად დისციპლინური გადაცდომა სახელდება.

"შეიძლება, ძალიანაც უნდოდეს ფირუზ ბოლქვაძეს, რომ საქმე გააკეთოს, მაგრამ გიორგი კოხრეიძის ხელში ეს შეუძლებელია. ფირუზ ბოლქვაძე მორიგი მსხვერპლია," -განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ლაშა ზარგინავამ.

ჟურნალისტებს პასუხობს ფირუზ ბოლქვაძე და აღნიშნავს, რომ კოხრეიძემ მას სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობის შესახებ პირობა მისცა. 

"მე მქონდა კონსულტაცია გიორგი კოხრეიძესთან იმაზე, თუ რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება, მან კი მითხრა, რომ ეს ეფუძნება ნდობას, რომელიც ჩემ მიმართ გაჩნდა მენეჯმენტის მხრიდან და რაც  ყველაზე მთავარია, მან მომცა პირობა, რომ ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი იქნება," - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის რედაქტორმა, ფირუზ ბოლქვაძმ. 

საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში ერთი წლის წინ, NDI-ს პროექტის ფარგლებში გასულ გადაცემას. ახალი მენეჯმენტი ირწმუნება, რომ ხელშეკრულებაში ადგილი ჰქონდა ფინანსურ დარღვევას. გუშინ საკუთარი განცხადების საფუძველზე საინფორმაციო სამსახური დატოვა ნინო ხაჟომიამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაინიშნა ახალი ამბების რედაქტორად.

ხაჟომია ახალი ამბების ჟურნალისტმა ფირუზ ბოლქვაძემ ჩაანაცვლა რასაც ახალი ამბების გუნდის პროტესტი მოჰყვა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი არ იმუშავებენ ახალ რედაქტორთან, რადგან ის ხელს უწყობს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის ნგრევას.

დღის ამბები