10 აპრილი 2020,   13:46
ვრცლად
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ბასრი საგნით დაჭრეს. დაზარალებულს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"კლინიკაში შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით, გულმკერდის არეში რბილი ქსოვილის დაზიანებით, ხოლო მუცლის არეში იყო შემღწევი, შესაბამისად შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილი იქნა საოპერაციოში,"- განაცხადა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორმა სულხან ორჟონიამ

დღის ამბები