19 აპრილი 2024,   08:09
ვრცლად
შშმ პირთა რეგისტრაცია სკოლაში - განათლების სამინისტროსა და სკოლების მზადება

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2 მარტიდან დაიწყება. უკვე ორი წელია, რაც პირველ ეტაპზე სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები რეგისტრირდებიან.

სკოლას ვალდებულება აქვს, პირველკლასელთა სრული რაოდენობის 10 პროცენტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს შორის ჩარიცხოს. რეგისტრაცია სულ 4 ეტაპისგან შედგება, პირველი ეტაპი კი 24 მარტამდე გაგრძელდება.

"მშობელს შეუძლია მოვიდეს სკოლაში, წარადგინოს სხვადასხვა საბუთები და 17 მარტიდან, მივმართავთ განათლების სამინისტროს იმისათვის, რომ დისციპლინურმა გუნდმა დაადასტუროს ამ მოსწავლის სპეციალური საჭიროება. დასტურის შემდეგ კი მოსწავლე ჩარიცხული იქნება პირველ კლასში," - აცხადებს თბილისის #55 საჯარო სკოლის დირექტორი, მაია აბრამიძე.

განათლების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აუცილებელია სკოლამ დროულად შეისყიდოს ის  საჭირო ნივთები, რომელიც სპეციალური საჭიროების მოსწავლეებს დასჭირდებათ.

"თითოეული მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე, თუ მათ დასჭირდებათ საგანმანათლებლო ან თუნდაც ტექნიკური აღჭურვილობა, სკოლას ჰქონდეს დროული ინფორაცია იმისათვის, რომ შეისყიდოს ნებისმიერი საჭირო რამ," - აღნიშნავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე.

დღის ამბები