25 აპრილი 2024,   13:47
ვრცლად
რამდენ ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსზე კვლევა, რამდენი გადის მკურნალობას და რამდენია კარანტინში - NCDC-ის ინფორმაცია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის ლაბორატორიული კვლევა კორონავისთან დაკავშირებით ჩატარებულია 93 პაციენტზე,  აქედან 3 შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე დაწვრილებით ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანია კარანტინში და რამდენი გადის მკურნალობას:

"სამივეს მდგომარეობა გახლავთ დამაკმაყოფილებელი კლინიკურად, ისინი აგრძელებენ მკურნალობას და დაკვირვების ქვეშ ყოფნას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. იზოლაციაში და თვითიზოლაციაშია გარკვეული ადამიანების რაოდენობა, რომელზეც ხდება მონიტორინგი, ისინი კლინიკურად ჯანმრთელები არიან. ქვეყანაში არის 4 საიზოლაციო სივრცე, საჩხერეში გახლავთ 31 ადამიანი,  თავდაპირველად იყო 34 სამი გადაყვანილი იქნა თვითიზოლაციაში. აბასთუმანში გახლავთ 21 ადამიანი, ტუბერკულოზის ცენტრში 15 ადამიანი, ასევე გამოყოფილი იქნა "ვივამედის" სასტუმრო განყოფილება და იქ გახლავთ 28 ადამიანი. ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 31 ადამიანი, რიგი მათი გამოკვლეულია, დღეს მუშაობენ დილიდან ეპიდემილოგთა ჯგუფები, გარკევული პერიოდულობით ხდება სინჯების აღება და იმედი გვაქვს რომ ყველას პასუხი მოგვიანებით გევქნება, ასევე ქუთაისის და საჩხერის საავადმყოფოდან იქნა აღებული 11 ნიმუში, გადმოიგზავნა ლუგარში და ეს ნიმუშებიც დღეს გაიტესტება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები