19 აპრილი 2024,   09:32
ვრცლად
არდადეგების 2 მარტიდან დაწყება მოგვცემს საკმარის დროს, სკოლებში სრული დეზინფექცია ჩატარდეს - მინისტრი

სკოლის საგაზაფხულო არდადეგების დროზე ადრე დაწყებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი საუბრობს. 

"დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარდა უწყებათაშორისი საბჭოს მორგი სხდომა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, პროფილაქტიკის საფუძველზე, გადავწყვიტეთ სკოლებში დეზინფექციის ჩატარება. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყოს და 16 მარტამდე გაგრძელდეს. ეს მოგვცემს საკმარის დროს იმისათვის, რომ სკოლებში სრული დეზინფექცია ჩატარდეს," - აღნიშნავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი. 

სანიტარული ზომების დაცვას ახორცილებს თბილისის მერიაც.

"საკოორდინაციო საბჭოზე, ჩვენ დამატებით მივიღეთ რეკომენდაციები თუ როგორ დავიცვათ კიდევ უფრო მეტად სანიტარული ზომები, ყოველ საღამოს ვამუშავებთ ტრანსპორტს სველი წესით, ასევე ძალიან აქტიურად მუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან," - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე, სოფიო ხუნწარია. 

დღის ამბები