16 აპრილი 2024,   21:36
ვრცლად
ისრაელში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა - ხმების 90% დათვლილია

საპარლამენტო არჩევნები ისრაელში - დათვლილია ხმების 90 პროცენტი და წინასწარი მონაცემებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდი" ლიდერობს. ნეთანიაჰუს პარტიას ხმების 36 პროცენტი აქვს, მაშინ როდესაც მის კონკურენტ ბენი განცის პარტიას 32 პროცენტი.

ამავე მონაცემები თანახმად, ნეთანიაჰუ საპარლამენტო უმრავლესობისთვის მანდატების საჭირო რაოდენობას ვერ მოიპოვებს. პრემიერის მემარჯვენე ფრთის ბლოკი 120 მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში 59 ადგილს დაიკავებს.

ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე ისრაელის პრემიერ მინისტრმა არჩევნებში გამარჯვება აღნიშნა.

ისრაელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს მესამედ ჩატარებული არჩევნები იყო, რომლის საბოლოო შედეგები დღეს გვიან ღამით გახდება ცნობილი.

დღის ამბები