04 ივნისი 2020,   08:08
ვრცლად
ერთმანეთში ერევათ ადამიანის კორონავირუსი (Human coronavirus) და ახალი კორონავირუსი, რომელიც, არსებითად სხვა ვირუსია - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფომარციას გამოეხმაურა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

მისი განცხადებით, ერთმანეთში ერევათ ადამიანის კორონავირუსი (Human coronavirus), რომელიც ასეულობით წლებია ადამიანებშია გავრცელებული და ახალი, ზოონეზური კორონავირუსი, რომელიც, არსებითად სხვა ვირუსია. 

"ატრიალებენ ასეთ ინფორმაციას: ამბობენ, აი, თუ არ იცოდნენ ეს კორონაო და აჩვენებენ სადეზინფექციო ხსნარს, რომელსაც აწერია გამოშვების თარიღი - აგვისტოშია გამოშვებული შარშან თუ შარშანწინ, აწერია რა ვირუსებს კლავს, ჩამონათვალია ძალიან დიდი და მათ შორის წერია Human coronaviruses.​ სხვათა შორის, ჩემი ნათქვამი, რომ შარშანაც ბევრი იყო ადამიანის კორონავირუსი, ერთ-ერთმა ქართულმა მედიამ, რატომღაც, სკანდალურად მონათლა. ამას ჩვენ ყველა პრესკონფერენციაზე ვამბობთ, რომ არის ჩვეულებრივი ადამიანის კორონავირუსი და არის ახალი კორონავირუსიზოონეზური კორონავირუსი, რომელიც 2002-ში იყო, 2013-ში იყო და ახლა, 2019 წლის ბოლოს გამოჩნდა.

ანუ, განვასხვავოთ ერთმანეთისგან ადამიანის კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი, რადგან ეს ვირუსი, რომელიც ახლაა გავრცელებული, არ არის ადამიანის კორონავირუსი. ჩვეულებრივი ადამიანების კორონავირუსი, ასეული წლებია ადამიანებში არის და ეს ორი ვირუსი ერთმანეთისგან განსხვავდება," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები