19 აპრილი 2024,   10:24
ვრცლად
11 რეკომენდაცია, რომელიც თვითიზოლაციაში მყოფებმა უნდა გაითვალისწინონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა, სპეციალურ ბრიფინგზე, ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძესთან ერთად, კორონავირუსზე ისაუბრა და თვითიზოლაციაში მყოფებისთვის 11 წესი გასცა. 

"თვითიზოლაცია და იზოლაცია, ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ინფექციის შემდეგ გავრცელება აღარ მოხდეს. წესები სულ რაღაც 11 პუნქტისაგან შედგება, რომლის დაცვაც სირთულეს არ წარმოადგენს. ამ წესების დაცვისგან ბენეფიტი წარმოუდგენლად დიდი იქნება. ამიტომ, თითოეულ ადამიანს, რომელსაც განესაზღვრება თვითიზოლაციის მდგომარეობა და ასეთები არიან ინფექციის მაღალი გავრცელების არეალიდან დაბრუნებული ადამიანები. მათ ვურჩევთ:

1.დარჩით სახლში და ის საჭიროებები, მაგალითად მედიკამენტების ყიდვა არა თქვენ, არამედ დამხმარე ადამიანებმა უნდა უზრუნველყონ.

2. შეზღუდეთ კონტაქტები თქვენთან ერთად მცხოვრებ ადამიანებთან და იყავით განცალკევებულ საძინებელში. ეცადეთ მაქსიმალურად იშვიათად გამოხვიდეთ ოთახიდან. გამოსვლისას კი აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი.

3. თუ იზოლაციაში მყოფ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება, ის წინასწარ უნდა დაუკავშირდეს თავის პროვაიდერს, წინასწარ დაგეგმოს ვიზიტი ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულებაში და იქ მისვლისას გამოიყენოს ნიღაბი. 

4. გამოიყენეთ ნიღაბი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გიწევთ საერთო სივრცეებში გასვლა თუნდაც ოჯახის სხვა წევრებთან. 

5. ხველისა და ცემინების ეტიკეტი - ცხვირზე აიფარეთ ერთდჯერადი ცხვირსახოცი და გამოყენების შემდეგ უნდა გადააგდოთ. 

6. ცემინების, ხველის, ხელის დაბინძურების, საკვების მიღების, ტუალეტის გამოყენების შემდეგ, აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით. 

7. არ გამოიყენოთ საზიარო საყოფაცხოვრებო საგნები სხვა ადამიანებთან ერთად. იზოლაციაში მყოფს უნდა ჰქონდეს თავისთვის გამოყოფილი თეფში, ჭიქა, ჩანგალი, კოვზი და ა.შ. 

8. დააკვირდნენ თავიანთ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიმპტომებს და იმ შემთხვევაში თუ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შეიმჩნევა, სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირებს. 

9. ნუ მიიღებთ ამ პერიოდში სტუმრებს, თუ რაიმე სასწრაფოა მაქსიმალურად უნდა ეცადოთ მოახერხოთ სატელეფონო კონტაქტი. 

10. თუ გყავთ შინაური ცხოველები ეცადეთ მათთან კონტაქტი შეზღუდოთ ან თუ იძულებული ხართ გქონდეთ კონტაქტი, აუცილებლად დაიბანეთ ხელი მანამდე და შემდეგ. 

11. გამოყენებული ერთჯერადი ცხვირსახოცები, ნიღბები მოათავსეთ ცელოფნის პარკში, რომელსაც გადააკრავთ თავს, მოათავსებთ განმეორებით პარკში და გაანადგურეთ საერთო საყოფაცხოვრო ნარჩენებთან ერთად. ასეთ პარკში კი საკვების ნარჩენები არ მოათავსოთ. 

ვფიქრობ, ეს 11 წესი რთული დასაცავი არ უნდა იყოს და თუკი თვითიზოლაციაში მყოფი პირები დაიცავენ ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე დავა," - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

დღის ამბები