29 მაისი 2020,   05:04
ვრცლად
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა რუსეთს ბჟანიას შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოსთხოვა

ოკუპირებული სოხუმის ულტიმატუმი მოსკოვს - აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ რუსეთის ე.წ. ელჩს ალექსეი დვინიანს მიმართა და ბჟანიას შესაძლო მოწამვლის ფაქტზე რუსეთის პროკურატურისგან გამოძიების დაწყება მოსთხოვა. თავის მხრივ, რუსეთის ე.წ. ელჩმა პირობა დადო, რომ ინფორმაციას მოსკოვს მიაწვდის. თქვა ისიც, რომ გარკვეული ჯგუფები სოხუმში დე ფატო საელჩოს შენობის პიკეტირებასაც გეგმავდნენ.

მანამდე, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისმა მომხრეებმა დე ფაქტო მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციის შემდეგ, ვალერი ბგანბა ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატებს შეხვდა. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ოპოზიციონერი ე.წ კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დე ფაქტო მთავრობამ მუშაობა არ უნდა შეწყვიტოს.

შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს აქციის მონაწილეებმა.

დღის ამბები